ცვლადების გამოყენება
იმისთვის, რომ გამოვიყენოთ ცვლადი,
ჯერ საჭიროა მისი გამოცხადება: დავწეროთ
მისი სახელის წინ საკვანძო სიტყვა let.
მოდით გამოვაცხადოთ, მაგალითად, ცვლადი სახელად
a:
let a;
ცვლადის გამოცხადების შემდეგ მასში შეგვიძლია ჩავწეროთ (ამბობენ მივანიჭოთ მას) რაიმე მნიშვნელობა, მაგალითად, რაიმე რიცხვი ან სტრიქონი.
მონაცემების ჩაწერა ცვლადში ხორციელდება
მინიჭების ოპერაციის = საშუალებით.
მოდით, მაგალითად, ჩავწეროთ ცვლადში a
რიცხვი 3:
let a = 3;
ახლა კი მოდით გამოვიტანოთ ამ
ცვლადის შიგთავსი ეკრანზე ფუნქციის alert საშუალებით:
let a = 3; // ვაცხადებთ ცვლადს და ვანიჭებთ მნიშვნელობას
alert(a); // გამოიტანს 3-ს
არ არის აუცილებელი ცვლადის მნიშვნელობის მინიჭება მისი გამოცხადებისთანავე. შესაძლებელია ჯერ ცვლადის გამოცხადება, შემდეგ კი მას მნიშვნელობის მინიჭება:
let a; // გამოვაცხადოთ ცვლადი
a = 3; // მივანიჭოთ მნიშვნელობა
alert(a); // გამოვიტანოთ ცვლადის მნიშვნელობა ეკრანზე
როგორც ხედავთ, let ცვლადის სახელის წინ
იწერება მხოლოდ ერთხელ - ამ ცვლადის გამოცხადების დროს.
შემდეგ, ცვლადის გამოსაყენებლად,
საჭიროა მხოლოდ ამ ცვლადის სახელის დაწერა.
შექმენით ცვლადი num და მიანიჭეთ
მას მნიშვნელობა 123. გამოიტანეთ ამ ცვლადის მნიშვნელობა
ეკრანზე ფუნქციის alert საშუალებით.