close მეთოდი
close მეთოდი ხურავს ადრე გახსნილ
ფაილს სისტემის რესურსების გასათავისუფლებლად.
მეთოდი არაფერს აბრუნებს. მეთოდის პარამეტრში
არაფერი არ უნდა მივუთითოთ.
სინტაქსი
ფაილი.close()
მაგალითი
გავხსნათ ფაილი file.txt,
წავიკითხოთ მისი შიგთავსი და შემდეგ დავხუროთ
იგი:
res = open('file.txt', 'r')
print(res.read())
res.close()
შესრულებული კოდის შედეგი:
ტექსტი