@each დირექტივა SASS-ში
იმისთვის, რომ სტილი გამოვიყენოთ
ობიექტების სიაზე, იყენებენ
@each დირექტივას. მისი ჩანაწერი
ასე გამოიყურება:
@each $var (ცვლადი) in (მნიშვნელობების სია)
ამ დირექტივის მუშაობის არსი ისაა, რომ
ის სიიდან თითოეულ მნიშვნელობას
ანიჭებს ცვლადს $var,
შემდეგ კი მას ყოველ სტილში გამოაქვს.
განვიხილოთ მაგალითი:
@each $picture in winter, spring, summer, autumn {
img .#{$picture} {
background-image: url('/images/#{$picture}.jpg');
}
}
კომპილაციის შედეგი:
img .spring {
background-image: url("/images/spring.jpg");
}
img .summer {
background-image: url("/images/summer.jpg");
}
img .autumn {
background-image: url("/images/autumn.jpg");
}
ახსენით, როგორი იქნება კომპილაციის შედეგი შემდეგი კოდის:
@each $link in menu, navbar, footer {
link .#{$link} {
color:red;
}
}