LESS ენის შესავალი
LESS ენა წარმოადგენს CSS ენაზე დაშენებულ სტრუქტურას, რომელიც მას დამატებით შესაძლებლობებს ამატებს და მუშაობას აადვილებს.
ტექნიკურად LESS არის პრეპროცესორი. ეს ნიშნავს, რომ თქვენ დაწერთ კოდს LESS ენაზე, ხოლო სპეციალური პროგრამა გადააქცევს ამ კოდს CSS ენაში და კონვერტაციის შედეგს დააკავშირებთ HTML ფაილს.
კოდის გადასაყვანად გამოიყენება სპეციალური პროგრამები კომპაილერები. ასეთი პროგრამების რაოდენობა საკმაოდ დიდია და თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ერთ-ერთი თქვენი გემოვნებით. დასაწყისისთვის მე გირჩევთ გამოიყენოთ ერთ-ერთი შემდეგი პროგრამა: Koala ან Prepros.
დააინსტალირეთ ერთ-ერთი შემოთავაზებული პროგრამა.