რამდენიმე პარამეტრი LESS-ის ფუნქციებში
LESS-ის ფუნქციებში შესაძლებელია რამდენიმე
პარამეტრის გადაცემა. ამისთვის მათ მძიმით
უნდა ჩამოვთვალოთ. მაგალითისთვის შევქმნათ
ფუნქცია size, რომელიც ადგენს ელემენტის
ზომებს:
.size(@w, @h) {
width: @w;
height: @h;
}
გამოვიყენოთ ჩვენი ფუნქცია:
div {
.size(200px, 100px);
}
შედეგად, კომპილაციის შემდეგ მივიღებთ შემდეგ კოდს:
div {
width: 200px;
height: 100px;
}
შექმენით ფუნქცია .fsh, რომელიც პირველ
პარამეტრად მიიღებს font-size-ის
მნიშვნელობას, ხოლო მეორე - line-height-ის
მნიშვნელობას.
შექმენით ფუნქცია .absTL, რომელიც
დააყენებს აბსოლუტურ პოზიციონირებას. ამ
შემთხვევაში ის პირველ პარამეტრად მიიღებს
top-ის მნიშვნელობას, ხოლო მეორე -
left-ის მნიშვნელობას.
შექმენით ანალოგიური ფუნქციები .absTR,
.absBL და .absBR, რომლებიც დააყენებენ
აბსოლუტურ პოზიციონირებას სხვადასხვა მხრიდან.