მრავალგანზომილებიანი მასივები JavaScript-ში
მასივის ელემენტები შეიძლება იყოს არა მხოლოდ სტრიქონები და რიცხვები, არამედ მასივებიც. ამ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ მასივთა მასივს ანუ მრავალგანზომილებიან მასივს.
შემდეგ მაგალითში მასივი arr შედგება
სამი ელემენტისგან, რომლებიც თავის მხრივ
მასივებია:
let arr = [['a', 'b', 'c'], ['d', 'e', 'f'], ['g', 'h', 'i']];
გადმოვწეროთ უფრო გასაგები ფორმით:
let arr = [
['a', 'b', 'c'],
['d', 'e', 'f'],
['g', 'h', 'i'],
];
ჩადგმის დონის მიხედვით მასივები შეიძლება იყოს ორგანზომილებიანი - მასივთა მასივი, სამგანზომილებიანი - მასივთა მასივთა მასივი (და ასე შემდეგ - ოთხგანზომილებიანი, ხუთგანზომილებიანი და სხვ.)
ზემოთ მოყვანილი მასივი არის ორგანზომილებიანი, რადგან ერთი მასივის შიგნით მდებარეობს სხვა ქვემასივები და ამ ქვემასივებში სხვა მასივები აღარ არის.
ორგანზომილებიანი მასივიდან რაიმე ელემენტის გამოსატანად უნდა დავწეროთ არა ერთი წყვილი კვადრატული ფრჩხილი, არამედ ორი:
let arr = [
['a', 'b', 'c'],
['d', 'e', 'f'],
['g', 'h', 'i'],
];
console.log(arr[0][1]); // გამოიტანს 'b'
console.log(arr[1][2]); // გამოიტანს 'f'
მოცემულია შემდეგი მასივი:
let arr = [
['a', 'b', 'c'],
['d', 'e', 'f'],
['g', 'h', 'i'],
['j', 'k', 'l'],
];
მისი გამოყენებით გამოიტანეთ ელემენტები ტექსტით
'l', 'e', 'g' და 'a'.
მოცემულია შემდეგი მასივი:
let arr = [[1, 2], [3, 4], [5, 6]];
მასივის თითოეულ ელემენტსთან მიმართებით იპოვეთ მისი ყველა ელემენტის ჯამი.