Gulp-ში შენახვამდე საქაღალდის გასუფთავება
თქვენ ალბათ უკვე შეამჩნიეთ, რომ ფაილების საქაღალდეში შენახვისას, Gulp არ შლის მასში წინა ფაილებს.
იმისთვის, რომ ეს მოხდეს, საჭიროა დააინსტალიროთ სპეციალური პლაგინი del.
დავაინსტალიროთ იგი, შემდეგი ბრძანების შესრულებით:
npm install del --save-dev
ეს პლაგინი განსხვავდება ჩვენს მიერ ადრე გამოყენებული პლაგინებისგან
იმით, რომ იგი გამოიყენება მეთოდების pipe
ჯაჭვის გარეთ. ამიტომ ამ შემთხვევაში
ჩვენ უნდა შევქმნათ დავალებათა ჯგუფი: პირველი დავალება
იქნება საქაღალდის გასუფთავებაზე, ხოლო მეორე გაუწევს
სასარგებლო მუშაობას.
მაგალითისთვის, სასარგებლო მუშაობად ავირჩიოთ CSS-ის მინიმიზაცია.
მოდით, დავაკავშიროთ ყველა საჭირო რესურსი:
let {src, dest, series} = require('gulp');
let cleanCSS = require('gulp-clean-css');
let del = require('del');
შევქმნათ დავალება dist საქაღალდის გასასუფთავებლად:
function taskDel(cb) {
return del('dist/*');
}
შევქმნათ დავალება CSS-ის მინიმიზაციაზე:
function taskCss(cb) {
return src('src/*.css')
.pipe(cleanCSS())
.pipe(dest('dist'));
}
შევასრულოთ დავალებათა სერია:
exports.default = series(taskDel, taskCss);
შევკრიბოთ ყველაფერი ერთად და მივიღოთ შემდეგი კოდი:
function taskDel(cb) {
return del('dist/*');
}
function taskCss(cb) {
return src('src/*.css')
.pipe(cleanCSS())
.pipe(dest('dist'));
}
exports.default = series(taskDel, taskCss);
შექმენით დავალება JavaScript-ის მინიმიზაციაზე. გაასუფთავეთ საქაღალდე ყოველი დავალების გაშვებამდე.
შექმენით სამი დავალებისგან შემდგარი ჯგუფი: დავალება საქაღალდის გასუფთავებაზე, დავალება CSS-ის მინიმიზაციაზე და დავალება JavaScript-ის მინიმიზაციაზე. განსაზღვრეთ, რომელი დავალებები უნდა შესრულდეს თანმიმდევრულად, და რომელი - პარალელურად.