მეთოდი join
join მეთოდი აერთიანებს სიის ელემენტებს
სტრიქონში მათთვის მითითებული გამყოფით
(სფეისი, მძიმით და ა.შ.).
სინტაქსი
'გამყოფი'.join(სტრიქონების სია)
მაგალითი
დავაერთიანოთ სიის ელემენტები სტრიქონში:
lst = ['ab', 'cd', 'ef']
txt = ' '.join(lst)
print(txt)
კოდის შესრულების შედეგი:
'ab cd ef'
მაგალითი
ახლა კი გამოვიყენოთ მძიმით გამყოფად:
lst = ['ab', 'cd', 'ef']
txt = ','.join(lst)
print(txt)
კოდის შესრულების შედეგი:
'ab,cd,ef'