ნასწავლი მასალის პრაქტიკა Python-ში სიმრავლეებზე მუშაობისთვის
მოცემულია ორი სიმრავლე:
st1 = {'x', '1', 'y', '2', 'z'}
st2 = {1, 2, 3, 4, 5, 6}
გაიგეთ, რომელ მათგანშია ელემენტების რაოდენობა უფრო დიდი.
მოცემულია ორი რიცხვი:
num1 = 12345
num2 = 12321
შეამოწმეთ, რომ მეორე რიცხვის ყველა ციფრი არის პირველ რიცხვში.
მოცემულია სამი ცვლადი:
tst1 = 34
tst2 = [1, 2, 5]
tst3 = (6, 7, 8)
შექმენით მათი ყველა ელემენტისგან შემდგარი სიმრავლე.
მოცემულია სიმრავლე და ორი ცვლადი:
st = {'18', '24', '34', '47', '81', '63'}
tst1 = '34'
tst2 = ('81', '12', '46')
შეამოწმეთ, შედის თუ არა თითოეული ცვლადის ელემენტები სიმრავლეში.
მოცემულია ორი რიცხვი:
num1 = 12345
num2 = 45123
შეამოწმეთ, რომ ორივე რიცხვი შედგება ერთიდაიგივე ციფრებისგან.
მოცემულია ორი რიცხვი:
num1 = 12345
num2 = 45678
მიიღეთ რიცხვი, რომელიც შედგება ჩვენი რიცხვების საერთო ციფრებისგან.
მოცემულია სამი სიმრავლე:
st1 = {'ab', 'b', 'ce', 'de', 'd'}
st2 = {'ef', 'd', 'ab', 'bc'}
st3 = {'a', 'g', 'b', 'c'}
იპოვეთ საერთო ელემენტები პირველი ორი
სიმრავლისთვის. შემდეგ კი გააერთიანეთ მიღებული
სიმრავლე st3-თან.