PHP-ში ჩადგმული ციკლები
ციკლები, რომელთა მუშაობაც თქვენ უკვე იცნობთ, შესაძლებელია ერთმანეთში ჩაიდგას. მაგალითად, მოდი, მოვაგვაროთ შემდეგი ამოცანა: ეკრანზე გამოვიტანოთ სტრიქონი:
აქ ერთი ციკლით ვერ ვიყოფბით - საჭიროა ორი
ერთმანეთში ჩადგმული ციკლის გაშვება: პირველი
ციკლი დაათვლის რიცხვებს (ჯერ 1,
შემდეგ 2, შემდეგ 3 და ასე 9-მდე),
ხოლო მეორე ციკლი გაიმეორებს ამ რიცხვებს სამჯერ.
მოდი, რეალიზაცია გავაკეთოთ:
<?php
for ($i = 1; $i <= 9; $i++) {
for ($j = 1; $j <= 3; $j++) {
echo $i;
}
}
?>
ყურადღება მიაქციეთ: პირველ ციკლს აქვს მთვლელი
$i, მეორეს $j, ხოლო თუ იქნება
მესამე ციკლიც - მისი მთვლელი იქნება
ცვლადი $k. ეს სტანდარტული, საყოველთაოდ მიღებული
სახელებია, მათი გამოყენება სწორედ ასე უნდა მოხდეს.
ორი ჩადგმული ციკლის დახმარებით გამოიტანეთ ეკრანზე შემდეგი სტრიქონი:
ორი ჩადგმული ციკლის დახმარებით გამოიტანეთ ეკრანზე შემდეგი სტრიქონი: