ბაზაში შეცდომების ძიება
როგორც უკვე იცით, PHP-ში შეცდომების ეკრანზე
გამოტანა ხდება ფუნქციის error_reporting
მეშვეობით. თუმცა, ეს ფუნქცია არ ჩართავს SQL
მოთხოვნის ტექსტში დაშვებული შეცდომების გამოტანას.
SQL ბრძანებების შეცდომების გამოსატანად, უნდა
გამოიყენოთ ფუნქცია mysqli_error,
რომელიც უნდა დაემატოს ბაზაში ყოველ მოთხოვნას,
აი ასე:
<?php
$query = 'SELECT * FROM users';
$res = mysqli_query($link, $query) or die(mysqli_error($link));
?>
ჯერ არ ჩავუღრმავდეთ იმას, თუ როგორ მუშაობს ეს კონსტრუქცია. უბრალოდ დაამატეთ ის და, არასწორი SQL მოთხოვნის შემთხვევაში, დაინახავთ ამის შესახებ შეტყობინებას ბრაუზერის ფანჯარაში.