ცვლადების გამოყენება PHP-ში
იმისათვის, რომ რაიმე ჩავწეროთ ცვლადში,
გამოიყენება = ნიშანი, რომელსაც ეწოდება
მინიჭების ნიშანი. მაგალითად, ჩავწეროთ
$a ცვლადში რიცხვი 3:
<?php
$a = 3;
?>
ახლა კი გამოვიტანოთ $a ცვლადის შიგთავსი
ეკრანზე echo ბრძანების საშუალებით:
<?php
$a = 3;
echo $a; // გამოიტანს ეკრანზე რიცხვს 3
?>
შექმენით ცვლადი $num და მიანიჭეთ
მას მნიშვნელობა 123. გამოიტანეთ ამ ცვლადის
მნიშვნელობა ეკრანზე echo
ბრძანების საშუალებით.