ტეგი select
ტეგი select ქმნის ჩამოსაშლელ სიას
HTML ფორმებში გამოსაყენებლად.
სიის ცალკეული პუნქტი უნდა იყოს განთავსებული
ტეგში option.
ატრიბუტები
| ატრიბუტი | აღწერა |
|---|---|
multiple |
ამ ატრიბუტის არსებობა ქმნის მულტისელექტს -
ჩამოსაშლელ სიას, რომელშიც შესაძლებელია რამდენიმე პუნქტის არჩევა, Ctrl
ღილაკის დაჭერით ან მაუსით მონიშვნით.
არასავალდებულო ატრიბუტი. |
name |
ჩამოსაშლელი სიის სახელი. საჭიროა იმისთვის, რომ PHP-ში ველის მონაცემები მივიღოთ. ფორმის კორექტული მუშაობისთვის შეყვანის ველების სახელები არ უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს (ერთ ფორმაში). თუ ისინი ემთხვევა - PHP-ში მოვა იმ შეყვანის ველის მონაცემები, რომელიც HTML კოდში ქვევით მდებარეობს. |
მაგალითი
ვნახოთ, როგორ მუშაობს ჩამოსაშლელი სია:
<select>
<option>City1</option>
<option>City2</option>
<option>City3</option>
<option>City4</option>
</select>
:
მაგალითი
მოდით, ჩამოსაშლელი სიის სიგანე გავხადოთ
უდიდესი ელემენტის სიგანის ტოლი (თუ
ის აშკარად არ არის მითითებული CSS თვისებით
width):
<select>
<option>Big City1</option>
<option>City2</option>
<option>City3</option>
<option>City4</option>
</select>
:
მაგალითი . ნაგულისხმევი არჩევანი
ახლა კი ვცადოთ ქალაქის ნაგულისხმევად არჩევა.
გავაკეთოთ ეს ატრიბუტის
selected მეშვეობით:
<select>
<option>Big City1</option>
<option selected>City2</option>
<option>City3</option>
<option>City4</option>
</select>
:
მაგალითი . მულტისელექტი
მოდით, ახლა ჩვეულებრივი სელექტი გადავაქციოთ
მულტისელექტად ატრიბუტის multiple მეშვეობით:
<select multiple name="city[]">
<option>City1</option>
<option>City2</option>
<option>City3</option>
<option>City4</option>
</select>
:
ყურადღება მიაქციეთ, რომ სელექტის სახელი, რომელიც მითითებულია ატრიბუტში name,
უნდა იყოს კვადრატული ფრჩხილებით ბოლოს. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ PHP-ში
მოვიდეს ყველა არჩეული მნიშვნელობა (წინააღმდეგ შემთხვევაში მოვა მხოლოდ ერთი - ბოლო).
მაგალითი . რამდენიმე ნაგულისხმევი მნიშვნელობა მულტისელექტში
ახლა კი, მულტისელექტში ნაგულისხმევად, ვცადოთ ერთზე მეტი მნიშვნელობის არჩევა:
<select multiple name="city[]">
<option>City1</option>
<option selected>City2</option>
<option>City3</option>
<option selected>City4</option>
</select>
: