ცენტრირება აბსოლუტურით CSS-ში
არსებობს ელემენტის ცენტრირების ჭკვიანური მეთოდი აბსოლუტური პოზიციონირების გამოყენებით. შესაძლებელია ისე მოვიქცეთ, რომ ელემენტი ბრაუზერის ფანჯრის ზუსტად ცენტრში განთავსდეს. ამისთვის ელემენტს არ უნდა მივუთითოთ ზომები და ამავდროულად მივანიჭოთ პოზიციონირება ოთხივე მხრიდან:
<div id="elem"></div>
#elem {
position: absolute;
top: 30px;
right: 30px;
bottom: 30px;
left: 30px;
border: 1px solid green;
}
:
აღწერილი მეთოდის გამოყენებით შექმენით ბლოკი,
რომელიც მდებარეობს ეკრანის ცენტრში და აქვს ჩამოსხვა
ყველა მხრიდან 100px.
აღწერილი მეთოდის გამოყენებით შექმენით ბლოკი,
რომელსაც აქვს ჩამოსხვა ზემოდან ეკრანის კიდიდან 100px,
მარჯვნიდან - 200px, ქვემოდან - 50px,
მარცხნიდან კი - 10px.