focus მეთოდი
focus მეთოდი აყენებს ფოკუსს
ელემენტზე (ყველაზე ხშირად ინპუტზე). ეს ნიშნავს,
რომ ამ ინპუტში დაიწყებს მოციმციმეს კურსორი და
კლავიატურიდან შეყვანილი ტექსტი ზუსტად ამ
ინპუტში მოხვდება.
სინტაქსი
ელემენტი.focus();
მაგალითი
დავაწკაპუნებით ერთ ღილაკს რომ დავაყენოთ ფოკუსი ინპუტზე, ხოლო მეორეზე დაწკაპუნებით - მოვაშოროთ იგი:
<input value="text" id="input">
<input type="button" value="focus" id="focus">
<input type="button" value="blur" id="blur">
let input = document.querySelector('#input');
let focus = document.querySelector('#focus');
let blur = document.querySelector('#blur');
// ღილაკზე focus დაწკაპუნებით დავაყენოთ ფოკუსი ინპუტზე:
focus.addEventListener('click', function() {
input.focus();
});
// ღილაკზე blur დაწკაპუნებით მოვაშოროთ ფოკუსი ინპუტს:
blur.addEventListener('click', function() {
input.blur();
});
:
იხილეთ აგრეთვე
-
მეთოდი
blur,
რომლის დახმარებითაც შეიძლება ელემენტიდან ფოკუსის მოშორება