hidden სელექტორი
:hidden სელექტორი არჩევს გვერდზე არსებულ
ყველა იმ ელემენტს, რომელიც დამალულია.
ელემენტები visibility: hidden-ით ან
opacity: 0-ით განიხილება როგორც ხილვადი, ვინაიდან ისინი
იკავებენ ადგილს ლეიაუტში. ელემენტები შეიძლება ჩაითვალოს უხილავად
რამდენიმე მიზეზის გამო: css-თვისების
display მნიშვნელობა არის none, ან ისინი არიან ელემენტები
type="hidden" ატრიბუტით,
ან მათი სიმაღლე ან სიგანე დაყენებულია 0-ზე,
ან მათი მშობელი ელემენტი დამალულია.
ვინაიდან :hidden არ ეკუთვნის CSS სპეციფიკაციას,
თანამედროვე ბრაუზერებში პროდუქტიულობის გასაუმჯობესებლად
საუკეთესოა თავიდანვე გაფილტროთ ელემენტები
წმინდა css-სელექტორის გამოყენებით, და შემდეგ
გამოიყენოთ .filter(':hidden').
ელემენტების ხილვადობის თვალთვალის ჩატარება სხვა
მეთოდებით, მაგალითად, კლასის გამოყენებით, შეიძლება
უზრუნველყოს უკეთესი პროდუქტიულობა.
სინტაქსი
ასე ვარჩევთ დამალულ ელემენტებს:
$(':hidden');
მაგალითი
დავაწკაპუნებინოთ ღილაკს #test
რომ ვაჩვენოთ უხილავი კვადრატები:
show

div {
width: 40px;
height: 40px;
margin: 5px;
border: 2px outset green;
float: left;

$('#test').click(function() {
$('div:hidden').show('slow');