მეთოდი eq
მეთოდი eq ირჩევს n-ურ
ელემენტს ნაპოვნებს შორის, ანუ ელემენტს
გარკვეული ნომრით, მაგალითად მესამეს
ან მეხუთეს. პირველ ნაპოვნ ელემენტს ექნება
ნომერი 0. ელემენტის ნომერი სიმრავლეში
შეიძლება იყოს როგორც დადებითი,
ასევე უარყოფითი. მეორე შემთხვევაში თვლა
მიმდინარეობს ბოლოდან, -1 იქნება ბოლო
ელემენტი, -2 - ბოლოდან მეორე და ასე შემდეგ.
სინტაქსი
$(სელექტორი).eq(ნომერი);
მაგალითი
მოდი ვიპოვოთ ყველა აბზაცი, შემდეგ კი მესამე
მათგანი (ნომრით 2, რადგან ნუმერაცია
ნულიდან იწყება), გავაწითლოთ:

ტექსტი

ტექსტი

ტექსტი

ტექსტი

$('p').eq(2).css('color', 'red');
HTML კოდი ასე გამოიყურება:

ტექსტი

ტექსტი

ტექსტი

ტექსტი