Angular-ის სერვისები - გაცნობა
სერვისები - არის კლასები, რომლებიც ასრულებენ კონკრეტულ ამოცანებს, მაგალითად, ლოგირებას, მონაცემების გამოტანას. სერვისები არ მუშაობენ HTML-თემფლეიტის მარკაპთან, არამედ ასრულებენ საკმაოდ ვიწრო ამოცანას, მაგალითად, შეტყობინებების გამოტანას ბრაუზერის კონსოლში.
სტანდარტულ ამოცანებს, რომლებსაც სერვისები ასრულებენ, მიეკუთვნება:
- მუშაობა მონაცემებთან - სერვისს შეუძლია შეინახოს მონაცემები თავის ფაილში ან მიიღოს ისინი რაიმე გარე წყაროდან, მაგალითად, სერვერიდან.
- პროექტის კომპონენტებს შორის ურთიერთქმედების ორგანიზება.
- კომპონენტის კოდის გამოთვლითი დატვირთვის შემსუბუქება, რომლიდანაც სერვისში შეიძლება გადავიდეს გამოთვლითი ამოცანები, ლოგირება და ა.შ. ამის შედეგად თავად კომპონენტი კონცენტრირებული იქნება მკაცრად საკუთარ ტემფლეიტებთან მუშაობაზე.