JavaScript-ში წაკითხული მნიშვნელობების გარდაქმნა
ფუნქცია getComputedStyles არ იღებს
ზუსტად იმ მნიშვნელობებს, რომელიც CSS-ში იყო მითითებული.
ის მათ აბსოლუტურ მნიშვნელობებად გარდაქმნის,
ჩვეულებრივ პიქსელებში.
მაგალითით ვნახოთ. დავუშვათ, გვაქვს სიგანე მითითებული პროცენტებში:
#elem {
width: 100%;
}
თუმცა, სიგანის წაკითხვისას ჩვენ მივიღებთ მნიშვნელობას არა პროცენტებში, არამედ პიქსელებში:
console.log(computedStyle.width); // მნიშვნელობა px-ში
ელემენტისთვის მითითებულია შემდეგი სტილები:
#elem {
font-size: 2em;
}
ღილაკზე დაწკაპუნებით გამოიტანეთ ელემენტის ფონტის ზომა.