ნებისმიერი ტიპის მონაცემების გადაცემა Vue-ში
შვილ კომპონენტებს შეგვიძლია გადავცეთ
არა მხოლოდ სტრიქონები და რიცხვები, არამედ
ნებისმიერი ტიპის მონაცემები. ამისთვის საჭიროა
ატრიბუტის დაბაინდვა
v-bind დირექტივის მეშვეობით
ან მისი შემოკლებული ფორმის გამოყენებით.
მაგალითისთვის გადავცეთ მასივი:
<template>
<User :arg="[1, 2, 3]" />
</template>
ახლა კი გადავცეთ ობიექტი:
<template>
<User :arg="{a: 1, b: 2, c: 3}" />
</template>
ახლა კი გადავცეთ ლოგიკური მნიშვნელობა:
<template>
<User :arg="true" />
</template>
გადაცეთ შვილ კომპონენტში
მასივი. აჩვენეთ ამ მასივის ელემენტები
სიის ul სახით.